clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა ჩართულობა?

📌 თანამშრომელთა ჩართულობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც მათი კმაყოფილებისთვის, ასევე ბიზნესის წარმატებისთვის.

🔑 ჩართულობის მისაღწევად კი უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

1. თანამშრომლები ყველაზე მეტად მაშინ არიან ჩართულები, როდესაც ხედავენ და აქვთ შესაძლებლობა შეაფასონ საკუთარი საქმიანობის შედეგები;
2. თანამშრომლები უნდა გრძნობდნენ მათ მნიშვნელობას კომპანიისთვის, რომ ისინი ნამდვილად ღირებულ საქმეს აკეთებენ;
3. კომპანიამ ხშირად უნდა მიაწოდოს თანამშრომლებს უკუკავშირი – ინფორმაცია გამორჩეულად კარგად, საშუალოდ და არც ისე კარგად შესრულებული საქმეების შესახებ, რა არის მათი ძლიერი მხარე და რაზე აქვთ სამუშაო;
4. ხელმძღვანელებმა უნდა გამოიჩინონ პატივისცემა, ნდობა და ზრუნვა თითოეული თანამშრომლის მიმართ;
5. და ბოლოს, თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რისთვის შრომობენ, რა არის კომპანიის მიზანი და დანიშნულება.

Created By GMA Georgia