ჩვენ შესახებ
„კარიერული წარმატების ჯგუფი” დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში და დაიწყო ოპერირება დასაქმების სფეროში განსხვავებული, ინოვაციური მოდელით, რომელიც დღესაც უნიკალურია ქართული შრომის ბაზრისთვის. ჩვენ შევქმენით განსხვავებული ბიზნეს მოდელი, პროცესი, მომსახურების ანაზღაურების სქემა.
„კარიერული წარმატების ჯგუფის“ დანიშნულებაა რაც შეიძლება მეტი, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანის კარიერული განვითარების უზრუნველყოფა მათთვის საინტერესო ვაკანსიების მოძიებითა და ახალი შესაძლებლობების შეთავაზებით, რომელიც მისაღები იქნება ყველა კომპონენტით – საქმე, გუნდი, კომპანია და ანაზღაურება.
ჩვენი კლიენტები არიან საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტები.
ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები და ხელმძღვანელი პირები.
„კარიერული წარმატების ჯგუფი“ ეხმარება პარტნიორ ორგანიზაციებს მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო კანდიდატების მოძიებაში შეზღუდულ დროში, ხოლო კლიენტებს უქმნის მათთვის საინტერესო, კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ამ ვაკანსიების შეთავაზების გზით.