clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

სერვისები ფიზიკური პირებისთვის და ანაზღაურების სქემა

„კარიერული წარმატების ჯგუფი“ კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლობის ორ სხვადასხვა სქემას:

საბაზისო – მომსახურება გულისხმობს კანდიდატის მოთხოვნების და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიების შეთავაზებას და დამსაქმებელთან კომუნიკაციას.

მომსახურების ღირებულება – დასაქმების შემთხვევაში კანდიდატი იხდის თვიური სარგოს 50% ერთჯერადად.

სააბონენტო – მომსახურება, რომელიც გულისხმობს წლის განმავლობაში კანდიდატის მოთხოვნების და გამოცდილების შესაბამისი, მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი ვაკანსიის შეთავაზებას და დამსაქმებელთან კომუნიკაციას.

მომსახურების ღირებულება – თვიური სარგოს 1% ყოველთვიურად.

რეზიუმეს დამუშავება – გარდა აღნიშნული სერვისებისა „კარიერული წარმატების ჯგუფი“ გთავაზობთ რეზიუმეს პროფესიონალურ დონეზე დამუშავებას.

რეზიუმე დამსაქმებელს უქმნის პირველად შთაბეჭდილებას კანდიდატზე, როგორც გუნდის პოტენციურ წევრზე. ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენად ისურვებს დამსაქმებელი მასთან გასაუბრებას, ამიტომ მნიშვნელოვანია რეზიუმე იყოს კარგად სტრუქტურირებული, კითხვადი და გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე ინფორმაციის სრულად და ლაკონურად მიმწოდებელი.

თუ დაინტერესდით „კარიერული წარმატების ჯგუფის“ მომსახურებით და გსურთ ჩვენს ბაზაში დაფიქსირება მოგვწერეთ ფეისბუქზე ან ელ. ფოსტაზე – contact@careersuccess.ge

 თანამშრომლობის უპირატესობები

  • წამყვან მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში არსებულ გაცხადებულ, თუ გაუცხადებელ ვაკანსიებზე წვდომა.
  • კლიენტის ინტერესებზე მორგებული გაფილტრული ვაკანსიების მიწოდება.
  • დამსაქმებლებთან კომუნიკაცია იმ ნდობის საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში მოვიპოვეთ პარტნიორ ორგანიზაციებში.

„კარიერულ წარმატების ჯგუფთან“ თანამშრომლობენ ის პროფესიონალებიც, რომლებიც არ არიან აქტიური მაძიებლები, მაგრამ სურთ ჰქონდეთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო შესაძლებლობების/ ვაკანსიების შესახებ.

Created By GMA Georgia