სერვისები იურიდიული პირებისთვის და ანაზღაურების სქემა
„კარიერული წარმატების ჯგუფი“ ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და HR მენეჯერებისთვის კანდიდატების მოძიების ერთ-ერთი სტრატეგიული არხია.
-
პარტნიორ ორგანიზაციებს მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ვაწვდით მათი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების მონაცემებს ჩვენი ბაზებიდან, რომლებიც დაინტერესდებიან კონკრეტული ვაკანსიით და გამოთქვამენ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილს.
-
ორგანიზაციის მიერ მოწოდებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად ვახდენთ პირველად ფილტრაციას და short list-ის ფორმირებას.
-
საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით ორგანიზაციებს შერჩევის პროცესის წარმართვაში.
მომსახურება იურიდიული პირებისთვის არის უსასყიდლო. ორგანიზაციები არიან ჩვენი პარტნიორები. მათთან თანამშრომლობით მუდმივად გვაქვს საინტერესო შეთავაზებები კლიენტებისთვის.
თუ დაინტერესდით „კარიერული წარმატების ჯგუფის“ მომსახურებით და გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა მოგვწერეთ ფეისბუქზე ან ელ. ფოსტაზე – contact@careersuccess.ge
- შეზღუდულ ვადებში ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების რეზიუმეების მიწოდება;
- გამზადებული short list-ი;
- კანდიდატებისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდებას კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ. ორგანიზაციებს ვუგზავნით მხოლოდ იმ კანდიდატების რეზიუმეებს, რომლებიც გამოხატავენ კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილს და დაინტერესდნენ ვაკანსიით;
- შერჩევის პროცესის ორგანიზებაში დახმარება.