clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

ხელფასი თუ განვითარების პერსპექტივები?!

ხელფასი თუ განვითარების პერსპექტივები – უფრო ხშირად რის გამო მიდიან თანამშრომლები სამსახურიდან?

თუ თანამშრომლები განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავენ, კომპანიიდან მათი წასვლის რისკი იზრდება…

🧲 ბუნებრივია, ხელფასის ზრდა თანამშრომლების შენარჩუნების ერთ-ერთი სტიმულია, თუმცა არა ერთადერთი. ხშირად ჩვენთვის ანაზღაურებაზე მნიშვნელოვანი სწავლა-განვითარება და იმის შეგრძნებაა, რომ არსებულ პოზიციაზე დაგროვილი პრაქტიკული და თეორიული ცოდნით კარიერულად ვიზრდებით.

🔎 გამოკითხულთა 90% მიიჩნევს, რომ სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამები მთავარი ფაქტორია, რომელიც მათ ახალი შესაძლებლობების განსახილველად იზიდავს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.

👨‍💼 ეს ფაქტორები არა მხოლოდ ხელს უწყობს ტალანტების მოზიდვასა და მათ გრძელვადიანად შენარჩუნებას, არამედ კომპანიის წარმატებაზეც დიდი გავლენა აქვს. Talent Development Association-ის თანახმად, კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ თანამშრომლებს ტრენინგებსა და სხვადასხვა განვითარების პროგრამებს, ერთ თანამშრომელზე დაახლოებით 218%-ით მეტ შემოსავალს აგენერირებენ და მოგების მარჟაც საშუალოდ 24%-ით მაღალია.

🎲 თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისთვის კომპანიებმა ზუსტად და ინდივიდუალური მიდგომებით უნდა განსაზღვრონ თითოეული თანამშრომლის საჭიროებები და მოთხოვნები. თანამშრომლები კი ახლად შეძენილ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში დანერგავენ, რაც საბოლოოდ კომპანიის შედეგებზე დადებითად აისახება.

Amdocs-ის კვლევის მიხედვით, დასაქმებულთა 56%-ს სურს, რომ დამსაქმებლები მეტ ტრენინგსა და კარიერული განვითარების პროგრამებს სთავაზობდნენ.

🔑 ასე რომ, თანამშრომელთა შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზება და ჩატარებაა.

წყარო: https://www.inc.com/rebecca-deczynski/employee-training-upskilling-retention-survey.html

Created By GMA Georgia