clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

PERMA – კეთილდღეობისა და ბედნიერების მოდელი

პოზიტიური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის – მარტინ სელიგმანის განმარტებით ეს მოდელი გვეხმარება მივაღწიოთ წარმატებას სამსახურებრივ და პირად ცხოვრებაში, და ვიყოთ ბედნიერები. ამ მოდელით, ბედნიერება და კეთილდღეობა რამდენიმე ელემენტისგან შედგება:

🏵 P • Positive Emotion • პოზიტიური ემოციები – ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბედნიერება და მოიცავს იმედს, სიხარულს, თანაგრძნობას… პოზიტიური აზროვნება და ხედვა გვეხმარება ურთიერთობების განვითარებაში და გვიბიძგებს ვიყოთ მეტად გახსნილები სიახლეებისა და ახალი გამოცდილებისადმი.
დადებითი ემოციებისთვის მეტი დრო გაატარეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, დაკავდით სხვადასხვა აქტივობებით, მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც დადებით ემოციებს აღვიძებს, იყავით მადლიერები…

🏅 E • Engagement • ჩართულობა – არსებობს მომენტები, როდესაც სრულად ვიკრებთ ძალებს და მთელს ყურადღებას რთული დავალების დაძლევისკენ მივმართავთ. აქტივობები, რომლებიც გვიბიძგებს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებისკენ, ზრდის კმაყოფილების განცდას და გვავსებს დადებითი ენერგიით. ჩართულობის გასაზრდელად შეგიძლიათ გაწევრიანდეთ თქვენი ინტერესების შესაბამის წრეებში, უფრო ხშირად გაატაროთ დრო ბუნებაში…

🎭 R • Positive Relationships • პოზიტიური ურთიერთობები – სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანები ერთმანეთთან ემოციურად მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, აერთიანებთ წარსული გამოცდილებით, ისე სამომავლო მიზნებით. ძლიერ კავშირებს დიდი გავლენა აქვს ცხოვრების ხარისხზე როგორც პირად, ისე სამსახურებრივ ურთიერთობებში.
ურთიერთობების განვითარებისთვის გაწევრიანდით სხვადასხვა ჯგუფებში, დასვით უფრო მეტი შეკითხვა, რათა უკეთ გაიცნოთ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები, განაახლეთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან…

💡M • Meaning • არსი – ზოგიერთის ცხოვრებას აზრს სძენს კარგ კომპანიაში, კარგ პოზიციაზე მუშაობა, ოჯახი, მოგზაურობა, გართობა და ა.შ. ეს დამოკიდებულია შეხედულებებზე, ფასეულობებზე, წარსულ გამოცდილებაზე, სოციუმზე… ცხოვრების არსის აღმოსაჩენად იპოვეთ ის საქმიანობა ან ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვანია, სცადეთ შემოქმედებითი აქტივობები…

🎯 A • Accomplishments/Achievements • მიღწევები – ადამიანები ყოველდღიურად ვუსახავთ საკუთარ თავს მიზნებს, რომლისკენაც მივისწრაფით. ყოველდღიურად ვხვდებით დაბრკოლებებს, გვიწევს მათთან გამკლავება. მიზნები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ. მიზნის მიღწევის სურვილის გასაძლიერებლად დაისახეთ SMART (კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული) მიზნები, გაიხსენეთ წარსული წარმატებები…

წყარო: https://positivepsychology.com/perma-model/

Created By GMA Georgia