clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

როგორ დავძლიოთ პოსტ-შვებულების სინდრომი

შვებულების შემდეგ რუტინულ სამუშაო გრაფიკში დაბრუნება მარტივი არ არის, მაგრამ არც შეუსრულებელ მისიას წარმოადგენს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას პოსტ-შვებულების სინდრომის დასაძლევად და პროდუქტიულობის ასამაღლებლად:

💡 1. დაბრუნდით შვებულებიდან მინიმუმ ერთი დღით ადრე.

ერთი დღით ადრე მაინც ჩამოსვლა დაგეხმარებათ უფრო მშვიდად და მარტივად დაუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას. მგზავრობის მეორე დღესვე სამსახურში გამოცხადება ან დისტანციურად ჩართვა სამუშაო პროცესში პროდუქტიულად ძალიან გაგიჭირდებათ. ეს დრო გამოიყენეთ ადაპტაციისთვის და პირველი სამუშაო დღისთვის მოსამზადებლად.

📝 2. ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი საკითხების სია.

პირველი სამუშაო დღის პროდუქტიულად დასაწყებად უნდა გქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმ საქმეების სტატუსებზე, რომლებიც შვებულებაში გასვლამდე დატოვეთ. ამიტომაც, უმჯობესია შეადგინოთ აქტიური და მიმდინარე ამოცანების ჩამონათვალი და პრიორიტეტების მიხედვით დაიწყოთ მათი განხორციელება.

📍 3. გაიხსენეთ ნაცადი მეთოდები პროდუქტიულობის ასამაღლებლად.

დასაწყისისთვის უკეთესია თავი მოუყაროთ უკვე კარგად ნაცად მეთოდებს, რომლებიც პროდუქტიულობის შენარჩუნებაში გეხმარებოდათ. ახალი ექსპერიმენტები ცოტა ხნით გადადეთ. მიყევით ძველი მეთოდების განხორციელებას.

⏰ 4. დაიწყეთ და დაასრულეთ სამუშაო დღე დროულად.

შეეცადეთ დროულად დაიწყოთ სამუშაო დღე. არ დააგვიანოთ რათა დროში არ იყოთ შეზღუდული და პირველი სამუშაო დღის დასაწყისი მშვიდი იყოს. ასევე, დროულად გამოდით სამსახურიდან. მოერიდეთ არასაჭირო შეხვედრებს.

💬 5. გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

რამდენიმე დღით გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. შვებულებიდან დაბრუნებისთანავე რთულ ამოცანებთან შეჭიდებამ შეიძლება სერიოზულ შეცდომებამდე მიგიყვანოთ – თქვენ ჯერ კიდევ ყოველდღიურ, რუტინულ რეჟიმში დაბრუნებაზე გაქვთ ძალები მიმართული.

წყარო: https://www.game-learn.com/beat-post-vacation-syndrome-by-being-productive/

Created By GMA Georgia