clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

რა არის ციფრული HR?

HR მიმართულების გაციფრულება არის პროცესი, როდესაც სოციალური, ანალიტიკური და მობილური ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება იმისათვის, რათა HR გახდეს უფრო მეტად ეფექტიანი.

HR მიმართულების გაციფრულების პროცესი ოთხი ფაზისგან შედგება:

1. ეფექტურობა: კომპანიები ინვესტირებას ახდენენ ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარების მიმართულებით, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს სამუშაო პროცესების ეფექტურად განხორციელებას

2. ეფექტიანობა: ტექნოლოგიები გამოიყენება ორგანიზაციებში დამკვიდრებული პრაქტიკების განახლებისთვის, მათ შორის, პერსონალის დაკომპლექტების, დატრენინგების, მართვის და მათთან კომუნიკაციის მიმართულებით

3. ინფორმირება: ორგანიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება თითოეული თანამშრომლისთვის. პლატფორმაზე ერთად არის თავმოყრილი როგორც შიდა მონაცემები, ასევე ინფორმაცია გარე წყაროებიდან. შესაბამისად, გუნდის წევრებს ამ მონაცემების ანალიზი მარტივად შეუძლიათ და კომპანიისთვის საჭირო ინსაითებსაც იგებენ

4. ურთიერთობები: საბოლოო ფაზაში გაციფრულებული სისტემა ხელს უწყობს თანამშრომლებს შორის ურთიერთობების განვითარებას. სოციალური პლატფორმებით ურთიერთობა ამარტივებს კომუნიკაციას და თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.

ციფრული მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს დიდი ღირებულების შექმნა შეუძლია ორგანიზაციისთვის. ისინი კანდიდატების წინასწარი შერჩევის, მათი სწავლა-განვითარების თუ სხვა HR პროცესების წარმართვისას გამოიყენება.

მილენიალებისა და თაობა Z-ის წარმომადგენლები, რომლებიც მომავალი სამუშაო ძალის ძირითადი ნაწილი არიან, აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სოციალურ ქსელებს. კომპანიები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს კადრების მოძიების, წინასწარი შერჩევის, დატრენინგების თუ მათ განვითარებაზე ზრუნვის პროცესში, უპირატესობით სარგებლობენ საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვის კუთხით.

წყარო: https://www.digitalhrtech.com/back-to-basics-what-is-digital-hr/

Created By GMA Georgia