clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

ყველაზე გავრცელებული შეცდომები LinkedIn-ზე!

პროფესიული სოციალური ქსელი საჭირო კონტაქტების განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის საკმაოდ წარმატებით გამოიყენება. ბევრი ადამიანი პოულობს ახალ შესაძლებლობებს LinkedIn დახმარებით, ბევრიც მისთვის საინტერესო და სასურველ გუნდის წევრს.

პროფესიული სოციალური ქსელის არასწორად გამოყენება კარიერული წარმატებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც ხშირად ვხვდებით LinkedIn-ზე.

1️⃣ პროფილის სურათის არ გამოყენება.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც LinkedIn-ზე ვაწყდებით, არის პროფილი სურათის გარეშე, რომელიც შვიდჯერ ამცირებს პირადი გვერდის დათვალიერების სიხშირეს.

2️⃣ არა საქმიანი პროფილის სურათი.
მნიშვნელოვანია LinkedIn-ზე გამოიყენოთ ფოტო, რომელიც ასახავს თქვენს პროფესიულ მხარეს და არა პირადს. ასევე, ფოტო არ უნდა იყოს ძალიან დიდი ხნის წინ გადაღებული, რადიკალურად რომ არ განსხვავდებოდეს თქვენი იერი (ამჟამად როგორც გამოიყურებით ვიზუალურად). დამსაქმებელს ექმნება გარკვეული შთაბეჭდილება ფოტოდან, გასაუბრებაზე კი ხვდება განსხვავებული პიროვნება, რაც არასანდოობას იწვევს მასში და
მოლოდინთან აცდენა ხდება.

3️⃣ სტატუსისა და ინფორმაციის გამოტოვება.
LinkedIn სწორი პლატფორმაა კარიერული წარმატების მიღწევების განსაახლებლად. სიახლე აუცილებლად უნდა ასახოთ პროფილის ინფორმაციაში და აჩვენოთ დამსაქმებლებს აქტიურობა და ჩართულობა. LinkedIn-ზე საჭიროა ყველა პარამეტრის შევსება, რადგან არ ვიცით, რომელი კრიტერიუმი აღმოჩნდება დამსაქმებლისთვის
საინტერესო.

4️⃣ კონტაქტებში ყველას დამატება.
LinkedIn არ არის Twitter, სადაც საქმე ეხება რაოდენობას და არა ხარისხს, ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ ღირებული პროფესიული ურთიერთობები კარიერული
შესაძლებლობების გამოყენებისთვის.

5️⃣ კონფიდენციალურობის პარამეტრების უგულებელყოფა.
LinkedIn-ს აქვს კონფიდენციალურობის პარამეტრები. როდესაც ვინმე ახალი სამსახურის აქტიური მაძიებელია, შეუძლია ამის სწორად გამოყენება. LinkedIn-ზე შეგიძლიათ პარამეტრები შევცვალოთ ისე, რომ ამჟამინდელმა დამსაქმებელმა ვერ ნახოს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ღია ხართ ახალი გამოწვევებისთვის.

6️⃣ პასიურობა.
მნიშვნელოვანია LinkedIn-ზე იყოთ აქტიურები, თვალყური ადევნოთ სასურველ კომპანიებსა და პოზიციებს, გქონდეთ მათზე უახლესი ინფორმაცია.

წყარო: https://www.themuse.com/advice/8-linkedin-mistakes-you-should-never-make

Created By GMA Georgia