clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

ერთი ნაბიჯი Feedback-დან Feedforward-მდე

🔙 წარსულზე დაფუძნებულ Feedback (უკუკავშირი) ხშირად აქცენტირებულია შეფასებაზე და არა განვითარებაზე. აქ დრო და ენერგია დახარჯულია უკვე დასრულებულ ქმედებაზე და არა მომავლაში განსახორციელებელ შესაძლებლობებზე.

როდესაც ვიღებთ უარყოფით Feedback-ს უმეტეს შემთხვევაში ვისტრესებით და გადავდივართ თავდაცვაზე. ეს ზრდის ნეგატიურ ქცევას და დამოკიდებულებას.

⏩ რა არის Feedforward? – ეს არის უკუკავშირი, რომელიც ფოკუსირებულია მომავალზე და არა წარსულის შედეგის შეფასებაზე. ეს ეხმარება თანამშრომელს გამოავლინოს ზრდის შესაძლებლობები და გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს.

🔄 Feedforward კეთდება პროცესის მიმდინარეობის დროს. მნიშვნელოვანია თანამშრომლებს ყოველდღიურად, მუშაობის პროცესშივე მივაწოდოთ უკუკავშირი და არ დაველოდოთ შესასრულებელი სამუშაოს ბოლომდე დასრულებას.

Feedforward იწყება რეალობის შეფასებით და გრძელდება განვითარებით, ამ დროს ხდება ახალი შესაძლებლობების, ალტერნატივების განხილვა, დამატება და არა უბრალოდ მითითება ხარვეზების შესახებ.

📌 როდესაც ვხედავთ პრობლემას მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ რეაგირება. თუმცა აუცილებელია, რომ უკუკავშირი კორექტულად მივაწოდოთ თანამშრომლებს. ამისთვის არსებობს შესაბამისი მიდგომები, მათ შორის არის „სენდვიჩის“ პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ უარყოფითი ნაწილი შევფუთოთ 2 დიდ დადებით თვისებას შორის, რათა თანამშრომლებმა ძალიან მტკივნეულად არ აღიქვან შენიშვნა. ეს მიდგომა ეფექტურია, რადგან ადამიანები ყველაზე მეტად იმახსოვრებენ იმ ნაწილს, რომელიც ბოლოს უთხრეს, შესაბამისად შენიშვნა ისეთი დიდი სიმძაფრით აღარ აღიქმება, რომ ადამიანში სტრესი ან გაღიზიანება გამოიწვიოს.

✅ სწორი უკუკავშირი გვაძლევს შესაძლებლობას უფრო ეფექტური გავხადოთ სამუშაოს შესრულება და ავამაღლოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა.

წყარო: https://www.cultofpedagogy.com/feedforward/

Created By GMA Georgia