clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

ნდობის მნიშვნელობა

🔴 რას ფიქრობთ ნდობის მნიშვნელობაზე სამსახურში?

ბიზნესის წარმატება დაფუძნებულია ურთიერთობაზე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს, მომხმარებლებს, შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის. ყველა ამ ურთიერთობის საწყისი კი ნდობაა.

ნდობის ჩამოყალიბებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მისი დაკარგვა კი ერთი შეცდომითაა შესაძლებელი.

🌐 „2019 EDELMAN TRUST BAROMETER“-ის საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით დამქირავებლები ახლა ყველაზე სანდო ინსტიტუტია. გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ ენდობა „ჩემს დამსაქმებელს“ უფრო მეტად ვიდრე ბიზნესს ზოგადად ან მთავრობას, ან ექსპერტებსა თუ ტრადიციულ მედიას.

📌 თანამშრომლების უნდობლობის მიზეზი შესაძლოა იყოს მუდმივი რეორგანიზაცია, სამუშაოს შემცირება, წინა დამსაქმებელთან ნეგატიური გამოცდილება. თუ სამსახურში ნდობის ჩამოყალიბებას შევძლებთ, ამით ორგანიზაცია მრავალ უპირატესობას მოიპოვებს, როგორიცაა: გაზრდილი პროდუქტიულობა, გუნდურობა და კომპანიისადმი ერთგულება.

🔑 მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მენეჯმენტმა თანამშრომლებისადმი ნდობა საქციელით გამოხატოს, რაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:

🔸 თანამშრომლებს საშუალებას მივცემთ ყოველდღიური გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ.
🔸 ხელს შევუწყობთ თანამშრომლებს გამოთქვან პრობლემის გადაჭრის თავიანთი გზები.
🔸 ვიქნებით გულწრფელები მიმდინარე ცვლილებებისა და ახალი გადაწყვეტილებების შესახებ.

ხშირია შემთხვევები როცა თანამშრომლები კომპანიისადმი ნდობას კარგავენ, რის შემდეგაც მისი აღდგენა გაცილებით რთულია. ყველაზე მთავარი, რაც ასეთ დროს ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებაა. აღიარების შემდეგ, მენეჯმენტმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს, თუ როგორ აპირებს პრობლემის გამოსწორებას. ნდობის აღდგენა ეტაპობრივი პროცესია ამიტომაც მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ თავდაპირველად გუნდში მცირედი წყენა და ბრაზი კვლავ იარსებებს.

💰 Investing in employee trust is investing in your bottom line – მომხმარებლების 67% აფიქსირებს – „კომპანიის კარგი რეპუტაცია მიბიძგებს გავსინჯო მისი პროდუქტი, მაგრამ კომპანიისადმი ნდობის დაკარგვა მაიძულებს მალევე შევწყვიტო მისი პროდუქტის ყიდვა”.

Created By GMA Georgia