clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

პიროვნული თვისებები, თუ უნარები და გამოცდილება?!

🔴 კარგი პიროვნული თვისებები, თუ უნარები და გამოცდილება: რომელი უნდა დავიქირავოთ?

⭐ რა თქმა უნდა სრული კომპლექტი ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ არჩევანის შემთხვევაში პიროვნული ფაქტორი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გვგონია.

👉 დადებითი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი უფრო მარტივად ეწყობა გუნდს, ვიდრე ის, ვისაც უბრალოდ სამუშაოსთვის შესაბამისი უნარ-ჩვევები გააჩნია. ტექნიკური უნარების სწავლა და განვითარება შესაძლებელია, გენეტიკას კი ვერ შევუცვლით ადამიანს. ამასთან, ზოგიერთ კომპანიას თვითონ ურჩევნია თანამშრომლების მომზადება, იმისათვის, რომ მათი უნარები და მიდგომები მეტად შეესაბამებოდნენ კომპანიის სტანდარტებს.

⁉ რატომ შეიძლება უპირატესობა მივანიჭოთ პიროვნულ თვისებებს უფრო მეტად, ვიდრე ცოდნას?

1. 🔑 სწავლისა და განვითარების სურვილი – როგორც უკვე აღვნიშნეთ ტექნიკური უნარები სწავლებადია; თუ კანდიდატს შეუძლია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და აქვს ამის სურვილი, ის მალე აითვისებს ახალ მიდგომებს.

2. ☀ ენთუზიაზმი – ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი ღირებული თანამშრომელია და გუნდის საერთო სულისკვეთებასაც ამაღლებს.

3. 🏆 ამბიცია – წარმატების მიღწევის სურვილი იმ სფეროში, რომელსაც ირჩევენ. რა თქმა უნდა ამბიცია შესაბამისი უნდა იყოს შესაძლებლობებთან.

ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული პიროვნული თვისებები, შერჩევის ეტაპებზე ჩატარებული სხვადასხვა ტესტები ზომავს ინდივიდის გონებრივ და ქცევით შესაძლებლობებს; პიროვნების ტესტები, როგორც წესი, ზომავს ხუთი ძირითადი პარამეტრიდან ერთს ან რამდენიმეს. ესენია: ექსტრავერსია, ემოციური სტაბილურობა, მიმღეობა, კეთილსინდისიერება და ღიაობა ახალი გამოცდილების მიღებისადმი.

📑 ძირითადად გამოიყენება შემდეგი ტესტები:
🔸 the Myers-Briggs Type Indicator (MBTI);
🔸 the Minnesota Multiphasic Personality Inventory (MMPI);
🔸 the Sixteen Personality Factor Questionnaire.

ტესტის შედეგები და გასაუბრებაზე სხვდასხვა სიტუაციური კითხვები გვეხმარება იმის დადგენაში, იქნება თუ არა კანდიდატის გუნდში დამატება კარგი გადაწყვეტილება და არის თუ არა კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისთვის შესაფერისი.

წყარო: https://www.prevuehr.com/resources/insights/hire-personality-train-skills/

Created By GMA Georgia