clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

5 საუკეთესო კომპანია სამუშაოდ

🔴💯 რომელია მსოფლიოში 5 საუკეთესო კომპანია სამუშაოდ?!

🏆🥇 Fortune-ამ დაასახელა 2020 წლის 100 საუკეთესო კომპანია, სადაც დასაქმება ბევრისთვის საოცნებო სამსახურის ტოლფასია. გთავაზობთ ამ ჩამონათვალიდან პირველ ხუთ კომპანიას.

⭐ 1. Hilton – მის პორტფელში 18 მსოფლიო კლასის ბრენდია გაერთიანებული და მოიცავს 6,300-ზე მეტ საკუთრებას 118 ქვეყანაში.

Hilton-ს თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო ადგილად აქცევს მისი ორგანიზაციული კულტურა. კომპანია მუდმივად ცდილობს თანამშრომლებისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემას ტრენინგებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით. Hilton თანამშრომლებს სთავაზობს სხვა ბენეფიტებსაც, როგორიცაა მაღალ ანაზღაურებადი შვებულებები, სამოგზაურო პაკეტები და სხვადასხვა სახის ფასდაკლებები.

⭐ 2. UKG (formerly ULTIMATE SOFTWARE) – მოღვაწეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და კომპანიებს სთავაზობს IT გადაწყვეტილებებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. UKG-ში მტკიცედ სჯერათ, რომ ბიზნესის მამოძრავებელ ძალას ხალხი წარმოადგენს და ამიტომაც თანამშრომლების თანადგომასა და მხარდაჭერას დიდი ყურადღებას აქცევენ.

UKG-ის თანამშრომლების 50%-ზე მეტი დისტანციურად მომუშავე მშობლები არიან, მათ მხარდასაჭერად კი პანდემიის დროს კომპანიამ შექმნა სპეციალური პროგრამები, როგორიცაა: ვირტუალური საზაფხულო ბანაკები მათი შვილებისთვის, ონლაინ სწავლებასთან ულიმიტო წვდომა ყველა ოჯახისთვის და რესურსების საიტი, რომელიც ბავშვებს გასართობ და შემეცნებით მასალას სთავაზობს.

⭐ 3. Wegmans Food Markets, Inc. – სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც 1916 წელს დაარსდა. აქ სამუშაო გარემო დინამიური, მოქნილი და გამჭირვალეა, რისი წყალობითაც კომპანიამ შეძლო ნდობის ჩამოყალიბება თანამშრომლებსა და ტოპ მენეჯმენტს შორის. Wegmans Food Markets თანამშრომლებს სთავაზობს პოზიტიურ გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და სხვა ბენეფიტებს.

⭐ 4. Cisco – თანამშრომლები Cisco-ს სამუშაო გარემოს აღწერენ როგორც ადგილს, სადაც შეუძლიათ იყვნენ ავთენტურები და კრეატიულები. მათ სჯერათ, რომ კომპანიის დახმარებით მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლიან. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამიტომაც პანდემიის პერიოდში მენეჯმენტმა დაიწყო 75 წუთიანი შეხვედრები თანამშრომლებთან, რათა მათი კითხვები და მოსაზრებები მოესმინა.

⭐ 5. Workday – ამერიკული კომპანიაა, მოღვაწეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, დასაქმებულია 8,552 თანამშრომელი და ის, რაც მის კულტურას გამორჩეულს ხდის, არის დამკვიდრებული ღირებულებები.

მენეჯმენტი თანამშრომლებთან კომუნიკაციისას მუდმივად გულწრფელია, კომპანია აფასებს გუნდურ მუშაობას და ქმნის ოჯახურ გარემოს თანამშრომლებისთვის.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია: თანამშრომლების ბედნიერება, კლიენტების კმაყოფილება და მაღალი ხარისხით მომსახურება, გუნდურობა, ინოვაციურობა, გართობა და პოზიტიური განწყობა (Fun), მომგებიანობაზე ორიენტაცია.

Created By GMA Georgia