clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

რა აიძულებთ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლას?

🔴 იცოდით, რომ მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისა და აღმასრულებლების შეცვლა შეიძლება მათი წლიური ხელფასის 200% დაჯდეს?

👤⏳ ზოგ შემთხვევაში ახალ თანამშრომელს შეიძლება თითქმის 2 წელი დასჭირდეს, რომ არსებული თანამშრომლის პროდუქტიულობის დონეს მიაღწიოს. ასე რომ წარმოიდგინეთ, რა თანხის, დროისა და ენერგიის დახარჯვას უდრის მთელი ეს პროცესი.

📌 თანამშრომელთა გადინება ხდება როგორც პირადი, ასევე სამსახურეობრივი მიზეზების გამო. პირადი მიზეზების შემცირება ან აღმოფხვრა რთულია, მაგრამ სხვა მხრივ დამქირავებელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თანამშრომლების შესანარჩუნებლად.

💣 რა აიძულებთ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლას და როგორ შეიძლება ამის შეჩერება? – ძირითადად ეს მიზეზებია:

1. კარიერული განვითარების უკეთესი შესაძლებლობა ან/და არასტაბილურობის განცდა. 
2. სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არასათანადო ბალანსი.
3. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სამუშაოს დაგეგმვა, მგზავრობის ხანგრძლივობა და გრაფიკის მოქნილობის არ არსებობა.
4. მენეჯმენტთან ხედვებში აცდენა ან/და კონფლიქტი.
5. კომპენსაციით უკმაყოფილება – არადამაკმაყოფილებელი ანაზღაურება, არასათანადო შეღავათები და სარგებელი.

🔑 მნიშვნელოვანია თანამშრომლებთან ინდივიდუალური შეხვედრების დაგეგმვა, სწავლება, საუბარი და მოსმენა, არიან თუ არა ისინი სამუშაო ადგილას ბედნიერები, სჭირდებათ თუ არა დახმარება, რომ უფრო პროდუქტიულები იყვნენ. ამ ყველაფრის ანალიზი და განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომელთა შენარჩუნებას.

წყარო: https://introvertwhisperer.com/what-makes-employees-quit-their-jobs-and-how-you-can-stop-it/

Created By GMA Georgia