clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

როგორ გავხდეთ უკეთესი ლიდერი

🔴 ლიდერობა სამუშაო ადგილზე იწყება, ინდივიდუალურ დონეზე. სანამ მენეჯმენტში მაღალი პოზიციის დაკავებას იფიქრებთ, ჯერ საკუთარი შესაძლებლობები უნდა შეაფასოთ. გაქვთ კარგი ლიდერისთვის დამახასიათებელი უნარები და თვისებები? თუ არა, მზად ხართ დრო და ძალისხმევა დაუთმოთ მათ განვითარებას?

☀ იმის სწავლა, თუ როგორ გავხდეთ კარგი ლიდერი, პიროვნულ და კარიერულ ზრდაში გვეხმარება, რაც მთელი გუნდის წარმატებაზე აისახება.

🔑 5 გზა თუ როგორ გავხდეთ უკეთესი ლიდერები:

1. ჩაერთეთ გულახდილ, ღია კომუნიკაციაში – ლიდერის გულახდილობა და გამჭვირვალობა თანამშრომლებს სწორ მაგალითს აძლევს. ლიდერისთვის მნიშვნელოვანია მოსმენის უნარიც. თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი ესმით და მათ აზრს პატივს სცემენ.

2. დაუახლოვდით გუნდის წევრებს – ხელმძღვანელობა მოითხოვს ლიდერსა და გუნდის წევრებს შორის ნდობის არსებობას. გუნდის წევრებთან კავშირის დასამყარებლად ყურადღება გაამახვილეთ მათ პიროვნულ თვისებებზე, ინტერესებზე, ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ეს უკეთ გაგაცნობთ თითოეული მათგანის მიზნებსა და მოტივაციასაც.

3. ხელი შეუწყვეთ თანამშრომლებს პიროვნულ და კარიერულ ზრდაში – ლიდერი გუნდის მთავარი გულშემატკივარი უნდა იყოს და თანამშრომლებში ფინანსური და ემოციური ინვესტიცია განახორციელოს.

4. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება – პრობლემების ნაცვლად მათი გადაწყვეტის გზებზე ფოკუსირება გუნდს ეხმარება პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნებაში. პოზიტიური გარემო კი ხელს უწყობს თანამშრომლების ჩართულობასა და პროდუქტიულობას.

5. დასახეთ თანამშრომლებისთვის მკაფიო მიზნები და მოლოდინები – გუნდისთვის მკაფიო მიზნებისა და მოლოდინების დასახვა წარმატების გასაღებია. მიეცით საშუალება დასვან კითხვები ამ მიზნებთან დაკავშირებით და ეცადეთ ბრძანებების მიცემის ნაცვლად ასწავლოთ თანამშრომლებს, თუ რას მოითხოვთ და როგორ უნდა მიაღწიონ საერთო მიზნებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: https://www.businessnewsdaily.com/4991-effective-leadership-skills.html

Created By GMA Georgia