clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი – მითი თუ რეალობა?!

ამის გასარკვევად ჯერ უნდა გავცეთ პასუხი კითხვას – რატომ გვჭირდება ბალანსი? თუ პასუხი არის „ბედნიერება“, მაშინ ხშირად მარტო ბალანსი არაა საკმარისი.
❓ დავიწყოთ თავიდან, როგორ განსაზღვრავენ ადამიანები “მუშაობას”?
ზოგი მუშაობს იმიტომ, რომ მხოლოდ ანაზღაურება მიიღოს, ზოგისთვის იდენტურობის გამომხატველია, ზოგისთვის ამოცანაა მიზნის მისაღწევად, ზოგისთვის კი უბრალოდ ადგილმდებარეობა.
❓ რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ სამუშაო და პირადი ცხოვრება გამიჯნული უნდა იყოს?
◾ ადამიანები განსაზღვრავენ “გართობას”, როგორც “არ მუშაობას”, ამით სიტყვა “მუშაობას” მიენიჭა მძიმე მნიშვნელობა, რომელიც არის უარყოფითი.
◾ ისინი გამოყოფენ მუშაობას და ცხოვრებას „სამუშაო გადაწვის“ თავიდან ასაცილებლად – ეს არის გაქცევის მიდგომა, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ მუშაობა გარკვეულ მომენტში მოსაწყენი და არასასიამოვნოა. ეს შეიძლება ასეცაა, მაგრამ არა ყოველთვის.
◾ ისინი თვლიან, რომ სამსახურში არ არიან ის, ვინც რეალურად არიან – უმრავლესობის შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, ორგანიზაციები ითხოვენ, რომ თანამშრომლები კონცენტრირებული იყვნენ მხოლოდ სამუშაოზე.
⚖ გარკვეული ბალანსის მიღწევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებმა ისიამოვნონ როგორც თავიანთი სამუშაოთი, ისე დროით, რომელსაც სამსახურის გარეთ ატარებენ. ამ შემთევაში ადამიანების სამუშაოთი კმაყოფილების დონე უფრო მაღალია და მეტად პროდუქტიულები იქნებიან.
💯 თუმცა, რაც არ უნდა მიღწეული ჰქონდეს თანამშრომელს ეს ბალანსი, თუ ის უკმაყოფილოა თავისი სამუშაოთი ან უყურებს, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ხელფასის მიღების საშუალბას, ამ შემთხვევაში შრომითი კმაყოფილება მცირდება და „ბედნიერება“ ვერ მიიღწევა.
📌 კომპანიას შეუძლია დაეხმაროს თანამშრომლებს ბალანსის მიღწევაში, ამისთვის:
◾ ორგანიზაციამ სამუშაო და განრიგი უნდა გახადოს მეტად მოქნილი. გარემო ძალიან ცვალებადია და ხშირად შეიძლება მოხდეს თანამშრომლების ცხოვრებაში გაუთვალისწინებელი ფაქტები.
◾ ხელი უნდა შეუწყონ ინდივიდუალიზმს, თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ აზრის და ემოციების გამოხატვის საშუალება სამსახურში, ისინი უნდა იყვნენ ის რაც სინამდვილეში არიან.
◾ მენეჯმენტმა უნდა გამოყოს დრო, რათა უკეთესად გაიცნონ თანამშრომლები და გაიგონ მათი ინტერესები, ასევე მხარი უნდა დაუჭირონ და დაანახონ, რომ მათ წვლილს ორგანიზაცია აფასებს.
Created By GMA Georgia