clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

COVID-19 და თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობა

პანდემიამ შეცვალა მრავალი ადამიანის მუშაობისა და ცხოვრების წესი. გაურკვევლობის, გადატვირთულობის, შიშის, მოწყენილობის, დაბნეულობისა და გაბრაზების გრძნობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს გრძნობები შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს სამუშაოსთან დაკავშირებული მრავალი მიზეზის გამო, როგორიცაა სამუშაო გარემოში ცვლილებები, გაზრდილი მოთხოვნები ან ზეწოლა, უსაფრთხოების შემცირება და ა.შ.

🧰🤯 სამსახურთან დაკავშირებული სტრესი არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური რეაგირება, რის დროსაც თანამშრომელი გრძნობს, რომ კომპანიის მხრიდან მოთხოვნა აღემატება მის შესაძლებლობებსა და რესურსს. ამ დროს დამსაქმებელი ვალდებულია დაეხმაროს თანამშრომელს.

როგორ?

🔸 წაახალისეთ თანამშრომლები, რომ დაისვენონ: სამუშაო დინამიკის დარღვევის გამო, თანამშრომლებს სჭირდებათ მეტი დრო, იმისთვის რომ აღიდგინონ ძალები და გაუმკლავდნენ სტრესს.

🔸 შეცვალეთ სამუშაო გრაფიკი ზედმეტი დატვირთვის და პირისპირ კონტაქტის შემცირების მიზნით, რაც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს.

🔸 იყავით გამჭირვალე და მუდმივად კონტაქტზე თანამშრომლებთან: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იგრძნოს, რომ გუნდის ნაწილია.

🔸 ჩამოაყალიბეთ ლიდერებისა და მენეჯერების მხარდაჭერის სისტემა: ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ თანამშრომლებზე და თავის მხრივ, მათაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ მიზნით ჯგუფის შექმნა, სადაც მოხდება გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიღება კარგი საშუალებაა. მუდმივი კომუნიკაცია და გამჭვირვალობა ეხმარება მენეჯერებს ინფორმაციის გაზიარებაში, ოფისში თუ დისტანციურად მუშაობის დროს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო: https://www.workforce.com/news/how-to-support-employees-mental-health-under-changing-covid-19-restrictions

Created By GMA Georgia