clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია დისტანციურ გუნდებთან და შევინარჩუნოთ ორგანიზაციული კულტურა?

პანდემიური ცხოვრებიდან გამომდინარე შეიცვალა გუნდური მუშაობის ფორმა, მოგვიწია „ცოცხალი ურთიერთობის“ ციფრულით ჩანაცვლება, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციაც უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე.

დისტანციური მუშაობა არის ახალი ნორმა, რომელსაც უნდა მოვერგოთ გვინდა ეს თუ არა. ახალ რეალობაში ორგანიზაციები და ჩვენ ყველანი გადავაწყდით სხვადასხვა სირთულეებსა და პრობლემებს, რომელთაგან ერთ-ერთი არის სწორედ დისტანციური გუნდები და მათთან კომუნიკაცია.

გთავაზობთ 5 ხერხს, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ დისტანციური კომუნიკაცია:

1. სწრაფი ადაპტაცია გამოწვევებთან – პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ჯერ თავად ადაპტირდეთ ახალ რეჟიმთან. დისტანციურ მუშა

ობას აქვს საკუთარი გამოწვევები – უნდა გადახედოთ აწ უკვე „ციფრულ გრაფიკს“, გადაიტანოთ კომუნიკაციები და შეხვედრები ონლაინ რეჟიმში და რაც მთავარია, კარგად გაიაზროთ, რომ ძალიან რთული იქნება პროდუქტიულობის შენარჩუნება “საწოლიდან” მუშაობისას.

2. რეგულარული „check-in“-ები დისტანციურ გუნდებთან – აქტიურად გამოიყენეთ ყოველდღიური მოკითხვები, ანგარიშგებები და ონლაინ შეხვედრები.

ონლაინ შეხვედრები კარგია როგორც ახალი იდეების, ასევე დღის და კვირის გეგმების გასავლელად. უბრალოდ, აქ არის ერთი ოქროს წესი, სთხოვეთ გუნდის წევრებს ჩართონ კამერები, რომ დაინახოთ ერთმანეთი. ეს მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს კავშირი და ერთმანეთის შეგრძნება გუნდის წევრებს შორის.

დააწესეთ თემატური გეგმიური შეხვედრები და ასახეთ კალენდარში, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს შეთანხმებულ დროს. ამავდროულად მზად იყავით დამატებითი შეხვედრების ჩატარებისთვისაც საჭიროებიდან გამომდინარე და სხვებსაც შეუქმენით ამის მზაობა.

აუცილებლად შეინარჩუნეთ ჩართულობა! ამას დღეს განსხვავებული ფორმა აქვს, თუმცა კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია.

3. საკომუნიკაციო პლატფორმის, ტექნოლოგის გამოყენება ან დანერგვა – გამოიყენეთ დოკუმენტებისა და სხვა მასალების გასაზიარებელი პლატფორმები, მაგალითად, Google Docs-ი, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა საერთო დოკუმენტებზე ერთობლივად სამუშაოდ.

მუშაობისა და კომუნიკაციის ეფექტურობის გასაზრდელად კარგი საშუალებაა Slack-ის პლატფორმა.

4. დიაგრამების, ბლოკ-სქემებისა და სხვა ვიზუალიზაციის საშუალებების გამოყენება – ეს საჭიროა იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად უზრუნველყოთ პროცესების სრული აღქმადობა გუნდის წევრების მიერ.

ცოცხალი კომუნიკაციების დროს იდეის გადასაცემად აქტიურად ვიყენებთ ჟესტიკულაციას, ასევე დაფასა ან ფურცელს ძირითადი მონახაზის გასაკეთებლად; ვაკვირდებით მეორე მხარის ემოციებსა და რეაქციებს და აქედან ვიგებთ ინფორმაციას, რამდენად გაიგეს და მიიღეს ჩვენი საუბრის თემა. დისტანციური მუშაობის შემთხვევაში მსგავსი არავერბალური კომუნიკაცია რთულდება და აღქმადობაც მცირდება, ამიტომ დიაგრამები და ბლოკ-სქემები საკმაოდ კარგი საშუალებაა იდეის ვიზუალიზაციისთვის და მის სრულად გადასაცემად.

5. ორგანიზაციული კულტურის გაციფრულება (ონლაინ ივენთები, დაჯილდოვება, აღნიშვნა და ა.შ.) – დისტანციური მუშაობის დროს თანამშრომლებს ყველაზე მეტად ენატრებათ უშუალო ურთიერთობები, სწრაფი გადალაპარაკება ყავის მომზადებისას, არაფორმალური საუბრები შესვენებებზე, სამუშაოს დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ დერეფნებში, აღიარება, დაფასება და კორპორატიული კულტურის სხვა შემადგენელი ჩვეულებები და ტრადიციები. ამიტომ არ მოაკლოთ მათ ამის შესაძლებლობა, დაგეგმეთ სხვადასხვა ონლაინ გუნდური სახალისო თუ შემეცნებითი აქტივობები, კოქტეილ ივენთები, გამოარჩიეთ სხვადასხვა ნიშნით საუკეთესო შედეგებს მქონე თანამშრომლები და აღიარეთ ისინი, დააჯილდოვეთ.

დისტანციური მუშაობის პირობებში მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ოფისში მუშაობისას.

და რაც მთავარია გქონდეთ ნდობა თქვენი გუნდის წევრების მიმართ და მათაც აგრძნობინეთ ეს ნდობა.

წყარო 

Created By GMA Georgia