რა არის გასათვალისწინებელი ონლაინ გასაუბრების დროს?
კოვიდ 19-ის გავრცელებასთან ერთად აქტუალური გახდა შერჩევის პროცესის დისტანციურად წარმართვა და ონლაინ გასაუბრებები. ეს კანდიდატებს ეხმარებათ დაზოგონ მგზავრობის დრო და ენერგია. ასევე, მცირდება ადამიანებთან კონტაქტი და შესაბამისად ვირუსის გავრცელების ალბათობა.
❗ თუმცა, გასაუბრების წინ სასურველია კარგად მომზადება, რადგან ონლაინ ინტერვიუ და პირადად გასაუბრება ორი სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა.
რა არის გასათვალისწინებელი ონლაინ გასაუბრების დროს:
▪ შეარჩიეთ სწორი ადგილი და მინიმალისტური ფონი – კონცენტრირება უნდა მოხდეს თქვენზე და გამსაუბრებელს ყურადღება არ უნდა გაუფანტოს სხვა დეტალებმა.👩💻👨💻
▪ დაიცავით დისტანცია ეკრანიდან – სასურველი ძალიან ახლოს არ იყოთ ვებკამერასთან. უნდა ჩანდეს არა მხოლოდ თქვენი სახე, არამედ მხრები და ხელებიც.🎥
▪ გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია განათება – შეარჩიეთ ისეთი კუთხე, რომ განათება ზურგის მხრიდან არ გქონდეთ.☀
▪ გამოეწყვეთ შეხვედრისთვის – თითქოს ადგილზე მიდიხართ გასაუბრებაზე, სასურველი სუნამოც დაისხით. ეს აამაღლებს თქვენს შინაგან განწყობას და თავდაჯერებულობას.💄🕶
▪ არ დაგავიწყდეთ მიკროფონისა და ვებკამერის გატესტვა. მოიმარჯვეთ ყურსასმენები.🎙
⏱ ასევე, იყავით მომთმენები, რადგან დიდი ალბათობით იქნება გარკვეული შეფერხებები. კომპანიები გეგმავენ კონკრეტულ ნაბიჯებს და განიხილავენ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შერჩევის პროცესის დროში გახანგრძლივება.