clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

4 ძირითადი რჩევა – როგორ ვიყოთ უფრო პროდუქტიულები დისტანციური მუშაობისას

🌐💻 შეიძლება ითქვას, რომ ერთ დღესაც გავიღვიძეთ და ყველას „სახლიდან მუშაობაზე“ მოგვიწია გადასვლა, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, შესაძლებელი გვეგონა თუ შეუძლებელი, დღეს ეს ფაქტია!

როგორ ვიყოთ უფრო პროდუქტიულები დისტანციური მუშაობისას, რადგანაც ამასაც ცოდნა და გარკვეული კომპეტენციების დაგროვება სჭირდება.

🔻 გთავაზობთ 4 ძირითად რჩევას, რითაც შეგიძლიათ დაიწყოთ და რომელიც დაგეხმარებათ იყოთ პროდუქტიულები სახლიდან და შეინარჩუნოთ გუნდურობა:

💡 1. „მოამზადეთ თქვენი ტვინი სამუშაოს შესასრულებლად“ – ოფისის გარემო ამცნობს თქვენს გონებას, რომ მუშაობის დაწყების დროა, სახლში კი ეს მანიშნებელი თავად უნდა მოიწყოთ. მაგალითად, დაიწყეთ დილა მინიმალური ვარჯიშით, წაიკითხეთ სიახლეები, მოიწყვეთ სამუშაო კუთხე, მოწესრიგდით და ჩაიცვით ისე, თითქოს სახლიდან გადიხართ და ა.შ. მსგავსი დეტალები დაგეხმარებათ განეწყოთ მუშაობისთვის და შეიქმნათ მობილიზებული სამუშაო განწყობა სახლში.

🖍 2. „დარჩით მამოტივირებელ სიასთან ერთად“ – მარტივი „to-do list” დაგეხმარებათ მუდმივად ადევნოთ თვალი თქვენს მიერ გასაკეთებელ სამუშაოს. თითოეული შესრულებული დავალების გადახაზვა მოგცემთ მოტივაციას ბოლომდე შეასრულოთ თქვენი გასაკეთებელი დავალებების სია.

🕞 3. „აკონტროლეთ დედლაინები“ – დისტანციურად მუშაობისას მენეჯმენტის მხრიდან კონტროლის ინსტრუმენტები სუსტდება, თქვენ ხართ თქვენი თავის უფროსი და მუდამ უნდა აკონტროლოთ ვადები.

💬 4. „შეიმუშავეთ კოლაბორაციის ხერხები“ – სახლიდან მუშაობა შეიძლება ჰგავდეს ინდივიდუალურ გამოწვევას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ მჭიდრო კავშირი და გუნდურობა თქვენს თანამშრომლებთან. ონლაინ ვიდეო ჩართვები და განხილვები ზუმით ან სხვა პროგრამით არის ძალიან ეფექტური. მაგალითად, დღე დაიწყეთ ონლაინ შეხვედრით თქვენი გუნდის წევრებთან, რომ გქონდეთ ინფორმაცია ვინ რა მიმართულებით მუშაობს და დაასრულეთ შემაჯამებელი ქოლით. შეიძლება გააკეთოთ ცალკე ონლაინ ქოლების კალენდარი.

Created By GMA Georgia