სანამ პოტენციურ დამსაქმებლებს აირჩევთ
კარგი პოზიცია ბევრად მეტია, ვიდრე ვაკანსიის აღწერა და არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სამსახურს ეძებთ. კომპანიის კულტურისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობის გარდა სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც აუცილებელია, სანამ პოტენციურ დამსაქმებლებს აირჩევთ.
👇 აქ არის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ეძებოთ კომპანიაში:
—
1. ემთხვევა თუ არა კომპანიის ღირებულებები თქვენსას – თუ ეს ასე არ არის, ვერ იქნებით კმაყოფილი თქვენი საქმით რაც არ უნდა მაღალი ანაზღაურება გქონდეთ. მუდმივად დისკომფორტი გექნებათ, რადგან მოგიწევთ რაღაცეების კეთება, რაც თქვენს შინაგან მეს ეწინააღმდეგება.
2. ემთხვევა თუ არა კომპანიის კულტურა თქვენს ინდივიდუალურობას – ძალიან ბევრი დამსაქმებელი გასაუბრებისას ყურადღებას აქცევს, რამდენად ერგება აპლიკანტი ორგანიზაციულ კულტურას და ეს სწორიცაა. თქვენც დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ამას და ახალი სამსახურის შერჩევის პროცესში სიის დასაწყისში უნდა გქონდეთ.
3. ვინ იქნებიან თქვენი გუნდის წევრები – არიან თუ არა ისინი, ვისთან ერთადაც მუშაობას ისურვებდით.
4. გექნებათ თუ არა სწავლის შესაძლებლობა.
5. არის თუ არა კარიერული ზრდის შესაძლებლობა კომპანიაში.
6. გაგრძნობინებენ თუ არა თავს დაფასებულად.
7. რამდენად გთავაზობთ კომპანია უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
8. ეს კონკრეტული შესაძლებლობა რამდენად მოგამზადებთ მომავალში მეტი წარმატებისთვის.
9. გაგივითარებთ ტრანსფერულ უნარებს – იდეალური იქნება, თუ ამჟამინდელი თანამდებობისთვის მომზადების გარდა, კომპანია მომავალი წარმატებისთვის ტრანსფერული უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ.
10. რამდენად კარგი გამოწვევაა ეს თქვენთვის – საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა წარმატების საუკეთესო მეთოდია. ეძებეთ კომპანიები, რომლებიც დაგეხმარებიან ახალი გამოწვევების მიღებაში და შემოგთავაზებენ თანადგომას, რომელიც ამ გამოწვევებს გამარჯვებად გადააქცევს.
🔺 მიუხედავად იმისა, პირველ სამსახურს ეძებთ, თუ მეხუთეს, სწორი კომპანიის შერჩევას გარკვეული წინასწარი მოკვლევა სჭირდება. ამ რჩევების გააზრებით შეძლებთ თქვენთვის უფრო შესაფერისი ვარიანტის შერჩევას.
➡ სტატია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.