რატომ შეიძლება იყოს ცუდი სამსახურის ხშირი ცვლა?
ცვლილებები ცხოვრების შეუქცევადი ნაწილია და ცვლილებების სურვილი მართლაც დასაფასებელია ბევრ ასპექტში – მაგრამ არა ყოველთვის.
➡ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყოს ხშირი სამსახურის ცვლა პრობლემა:
——
📖 ხელს უშლის სწავლას და განვითარებას – იმისათვის, რომ სრულყოფილად ისწავლო ახალი საქმე და მოერგო გარემოს, დაახლოებით ერთი წელი მაინც არის საჭირო გაატარო ორგანიზ
აციაში. მაგრამ, თუ სამსახურს იცვლით ყოველწლიურად ან თუნდაც 2 წელიწადში ერთხელ, ეს დრო არ არის საკმარისი როლის გაცნობიერებისა და დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისთვის, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს კარიერული ზრდა გრძელვადიან პერიოდში.
——
💡 ვერ ხდება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და ორგანიზაციისთვის რეალური სარგებლის შექმნა – ახალ პოზიციაზე გჭირდებათ დრო ადაპტაციისთვის, ორგანიზაციის სპეციფიკაში გასარკვევად, ახალი ამოცანის, როლის მოსარგებად, გუნდში ინტეგრაციისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. თანამშრომელი რომელიც ორგანიზაციაში ერთი წელიც არ ჩერდება, ვერ ახერხებს მისთვის ღირებულების შექმნას. პირიქით, ასეთი თანამშრომელი არაა სასურველი, რადგან დახარჯული დრო, ენერგია და ყურადღება მის დაკვალიანებაზე, სწავლებაზე არის ტყუილად გაწეული ხარჯი.
——
📑 უარყოფითი შთაბეჭდილებას ახდენს პოტენციურ დამქირავებელზე – რეზიუმე, რომელშიც მოკლევადიან პერიოდში მრავალი სამსახური ფიგურირებს არ ახდენს დადებით გავლენას დამქირავებელზე, პირიქით – აჩენს კითხვებს. მათთვის ეს შეიძლება იყოს ნიშანი არასტაბილურობისა და დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობის.
ამიტომ, სანამ დათანხმდებით ახალ შემოთავაზებას, კარგად უნდა გაიაზროთ რა იქნება თქვენი ამოცანა და შეძლებისდაგვარად გაიგოთ ინფორმაცია ორგანიზაციის კულტურაზე და მენეჯმენტზე. თავის მხრივ მნიშვნელოვანია ორგანიზაციებმაც სწორი მოლოდინი შეუქმნან კანდიდატებს.