როგორი უნდა იყოს თქვენი რეზიუმე?
რა უქმნის დამსაქმებელს პირველად შთაბეჭდილებას თქვენზე? – ამ კითხვაზე პასუხი უმეტეს შემთხევაში თქვენი რეზიუმეა (CV) ან აპლიკაციის ფორმა, რომელსაც შეავსებთ.
📝როგორი უნდა იყოს თქვენი CV?
ამაზე არაერთი სტატია მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში, ამიტომ შევეცადეთ განსხვავებული კუთხით დაგვენახა ეს საკითხი და აქცენტი გავაკეთეთ:
🔸შეცდომებზე, რაც უმეტეს შემთხვევაში გვხვდება
🔹და რაზე შეიძლება მიუთითებს ეს შეცდომები.
———————————
❗გახსოვდეთ, რომ CV არის თქვენი პირველადი პრეზენტაცია, ამიტომ შეეცადეთ არ დაუშვათ ქვემოთ მოცემული შეცდომები:
☑ ინფორმაცია გაბნეულია 4-5 გვერდზე, როცა სწორი რედაქტირებით თავისუფლად განთავსდება 2-ზე.
💬 ეს შეცდომა მიუთითებს იმაზე რომ კანდიდატმა არ იცის ელემენტარული Word-ის ფუნქციები ან არ არის მონდომებული კარგად წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
—–
☑ დაულაგებელი ტექსტი, გასასწორებელი დაშორებები და მინდვრები, სხვადასხვა ფონტისა და შრიფტის გამოყენება, პირობითად ზოგან სილფაინი, ზოგან აკადნუსხური.
💬 კანდიდატი არ არის დეტალებზე ორიენტირებული ან ისევ და ისევ არ იცის Word-ის ფუნქციები.
—–
☑ ე.წ. „ატპიჩატკები“, ბეჭდვის დროს დაშვებული სტილისტური შეცდომები.
💬 მიუთითებს უპასუხისმგებლობაზე.
—–
☑ ინფორმაცია არის არასტრუქტურირებული, როგორც შინაარსობრივად, ასევე ვიზუალურად. დამსაქმებელს უწევს ძებნა სად წერია კომპანიის დასახელება, სად პოზიცია, სად არის განათლების ველი.
💬 მეტყველებს იმაზე, რომ კანდიდატს ნაკლებად შეუძლია სტრუქტურული აზროვნება ან/და არ არის ორგანიზებული.
—–
☑ შეუსაბამო ფოტო – ყვავილებში, რესტორანში, სელფი, ზღვაზე, სხვადასხვა პოზირებით. თუ გაქვთ ფოტო ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის უნდა იყოს სოლიდური, აუცილებელი არ არის 3X4-ზე, მაგრამ პრეზენტაბელური.
💬 უმეტეს შემთხვევაში ტოვებს არასერიოზული დამოკიდებულების შთაბეჭდილებას. ძალიან ხშირად სწორედ ეს არის კანდიდატების გაფილტვრის ერთ-ერთი მიზეზი.
ზოგჯერ კი ადამიანებმა უბრალოდ არ იციან როგორი უნდა იყოს კარგი CV. ამ შემთხვევაში ინტერნეტ სივრცეში არსებობს უამრავი მასალა და შაბლონები, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.